Wednesday, September 17, 2014

დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014  წლის 22 სექტემბერს.  გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
ქალაქ სენაკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის, ქალაქ აბაშისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ.სენაკი, დადიანის N7 (ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა);
ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).
დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment