Monday, September 8, 2014

შევინარჩუნოთ მხედველობა თვალის მარტივი და სასარგებლო ვარჯიშებით

საშუალოდ ადამიანი წუთში 20-ჯერ ახამხამებს თვალებს, მაგრამ, როცა მონიტორს ან ტელევიზორს ვუყურებთ, ხამხამის პროცესი ნელდება და თვალი ”გაშრობას” იწყებს, რაც მოგვიანებით მხედველობას ვნებს. სწორედ ამიტომ არსებობს თვალის სწრაფი და მარტივი ვარჯიში, რომელიც თვალის რქოვანას სისველის საჭირო დონეს შეინარჩუნებს. 
მაშ, ასე:
1) 10 წამი სწრაფად ახამხამეთ თვალები, მერე კი იმდენხანსვე იყურეთ წინ (გაიმეორეთ 3-ჯერ)
2) თვალები დახუჭეთ და ”გაიხედეთ” მარცხნივ-მარჯვნივ-ზევით-ქვევით (4 განმეორება)
3) თვალები დახუჭეთ და ზევით-ქვევით ”იყურეთ” (იმეორებთ 4-ჯერ)
4) თვალები მაგრად დახუჭეთ და შემდეგ მკვეთრად და ფართოდ გაახილეთ (გაიმეორეთ 5-ჯერ)
სავარჯიშო მაქსიმუმ 2 წუთს წაგართმევთ, მაგრამ მხედველობას საგრძნობლად დაეხმარება.
ალტერნატივად შეიძლება გამოდგეს სიის ნებისმიერი 4 სავარჯიშო, თუკი თითოეულს 4-ჯერ გაიმეორებთ.

No comments:

Post a Comment