მსოფლიოს ყველაზე სახიფათო/ეგზოტიკური სკოლისკენ მიმავალი გზები
http://cspinfo.ge/სექტემბერი დადგა და მილიონობით სკოლა მსოფლიოს მასშტაბით სწავლის სეზონს იწყებს. მაგრამ ამ დროს მნიშვლელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში სკოლაში მისვლა ბევრ სირთულესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და უფრო მეტიც შეიძლება ფუფუნების საგანიც იყოს. მსოფლიოს რიგი ქვეყნის ბავშვებს უწევთ გაიარონ ურთულესი გზა სასწავლო დაწესებულებამდე განათლების მისაღებად.
იუნესკოს მიხედვით, ბავშვების სკოლასთან დამაკავშირებელი პროგრესი ბოლო ხუთი წლის მანძილზე საკმაოდ შემცირდა. შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების სიმცირე, წყალდიდობა და სახიფათო ბილიკები ხდება რიგ ქვეყნებში ბევრი მოზარდის მიერ სკოლის მიტოვების მიზეზი.
გამოსავალი მარტივად ჩანს: გზების და ხიდების მშენებლობა, შესაბამისი სკოლის ავტობუსების შეძენა და მძღოლის დაქირავება, თუმცა საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ არის,რადგან ზოგიერთ ქვეყანაში სახსრების უქონლობა და ბუნებრივი კატასტროფები ამის საშუალებას არ იძლევა და ვერ უზრუნველყოფს ამ ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას.
CSPINFO.GE გთავაზობთ რიგი ქვეყნების სიას, სადაც ბავშვებს წარმოუდგენელი სირთულის მარშრუტის გავლა უწევთ სკოლამდე მისასვლელად.
5 საათიანი მოგზაურობა მთებში ,გულუ, ჩინეთი
სკოლის მოსწავლეები მიცოცავენ სახიფათო ხის კიბეებზე, სოფელი ZHANG JIAWAN, სამხრეთ ჩინეთი
ბავშვები მიემგზავრებიან სკოლა-პანსიონში ჰიმალაის გავლით, ზანსკარი, ინდოეთი
მოსწავლეები გადადიან დაზიანებულ დაკიდებულ ხიდზე, ლებაკი. ინდონეზია
ბავშვები მიფრინავენ 400 მეტრის სიმაღლეზე რიო ნეგროს მდინარე, კოლუმბია
მოსწავლეები მიდიან სკოლაში კანოეთი, ინდონეზია
მოსწავლეები გადიან ტყეს და სახიფათო ხიდს, ინდოეთი
გოგონა მიდის სკოლაში ხარით, მიანმარი
თოვლში დაზიანებული ხიდის გადაკვეთა სკოლაში მისაღწევად, სიჩუანი, ჩინეთი
ბავშვები გადაადგილდებიან ხის ნავით სახურავზე, პანგურურანი, ინდონეზია
სკოლის მოსწავლე გოგონები ფეხით გადიან 16-ე საუკუნის კედელზე გადებულ ფიცარზე, შრი ლანკა
მოსწავლეები გადაადგილდებიან ნავით, კერალა, ინდოეთი
მოსწავლეები სკოლიდან ბრუნდებიან ცხენზე მობმული ოთხთვალით, დელი, ინდოეთი
მოსწავლეები გადადიან მდინარეზე ბამბუკის ბორანით, ინდონეზია
125 მილის ოდენობის მანძილის გავლა მთებში სკოლა-ინტერნატამდე, პილი, ჩინეთი
მოსწავლეები გადიან წვრილ თოკზე მდინარის ზემოთ 30 მეტრის სიმაღლეზე ,სუმატრა,ინდონეზია
დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კვეთენ მდინარეს გაბერილი საბურავების მეშვეობით , რიზალის პროვინცია, ფილიპინები
No comments:
Post a Comment