Monday, September 8, 2014

რომელ კლასში რამდენ საათს უნდა უთმობდეს მოსწავლე მეცადინეობას

ამერიკის საგანმანათლებლო ასოციაციის ექპერტებს  მიაჩნიათ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წუთს.
 II კლასი – 20წთ
 III-IV – 30 წთ
 V-VI – 1 საათი
 VII- ზემოთ- 2 საათი
საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგში:  მოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლს დროის მენეჯმენტს, რაც  ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.  მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერების აზრით, მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო დავალება კლასების შესაბამისად და გონივრულად  უნდა იყოს შერჩეული, რათა მოსწავლეს დარჩეს საკმარისი დრო თანატოლებთან თამაშისა და მშობლებთან ურთიერთობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, პატარა  ბავშვებისთვის თამაში არ არის მხოლოდ გართობა, არამად ეხმარება მათ, პრაქტიკაში შეიმეცნონ სამყარო.  თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა, ემოციური ინტელექტი გულისხმობს, გააცნობიერო შენი და სხვების ემოციები, მეცნიერების აზრით, ადამიანების კარიერულ, თუ ცხოვრებისეულ წარმატებას მნიშნელოვნად განაპირობებს ემოციური ინტელექტი, ამოტომ, თუ მოსწავლე სულ წიგნებშია ჩაფლული, მას  აღარ რჩება დრო მოახდინოს სოციალიზაცია და განივითაროს ემოციური ინტელექტი.
RCS.GE

No comments:

Post a Comment