Friday, September 26, 2014

ქართული დამწერლობის წარმოშობის თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჟურნალიქართველოლოგია”, აუდიტორული კომპანია PKF Georgia- მხარდაჭერით, აწყობენ საერთაშორისო კონფერენციასკრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე”. კონფერენცია სტუ-ში 9-11 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიება ეძღვნება ქართული დამწერლობის წარმოშობას და და მასში ასახულ ასტრონომიულ-ქრონოლოგიური პარამეტრების ანალიზს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, პროფესორი რაულ გვეტაძე აცხადებს, ნაჩვენები იქნება დამწერლობის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღბეჭდილი ინფორმაცია, რომელიც მტკიცდება თანამედროვე არქეოასტრონომიული კვლევებით.

კონფერენცია საინტერესო იქნება მეცნიერებისთვის, რომელთა მოღვაწეობა უკავშირდება ქართველოლოგიას, ეროვნულ ქრონოლოგიას, აღმოსავლეთმცოდნეობას, ბიზანტინოლოგიას, ინფორმატიკას, მათემატიკასა და კოსმოგრაფიის ისტორიას. იმედი გვაქვს, დამწერლობათმცოდნეობით დაინტერესებული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის მუშაობაში”, – აღნიშნა მან.


როგორც რაულ გვეტაძე აცხადებს, არსებული მასალით მტკიცდება, რომ ფარნავაზის დროს ჩამოყალიბდა მაღალი დონის ცივილიზებული სახელმწიფო, თავისი დამწერლობითა და წელთაღრიცხვის სისტემით. წელტაღრიცხვის სისტემა მისადაგებულია პლანეტათა დიდ აღლუმთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ძველი წელთაღიცხვის 284 წელს. ეს იძლევა საფუძველს, დავადასტუროთ, რომ 2017 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობას 2300 წლის იუილე უსრულდება.

No comments:

Post a Comment