Tuesday, February 7, 2017

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებებია

ინფორმაცია 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტების შინაარსობრივი ნაწილისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის დროის ცვლილების შესახებ.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები. დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.

ცვლილებები უცხოური ენების ტესტებში

არჩევითი
 საგნის „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი

არჩევითი საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ სამი წელია, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაემატა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ტესტისათვის გამოყოფილი დრო საკმაოდ ხანგრძლივია - აბიტურიენტების დიდი ნაწილი ტესტზე მუშაობას დაახლოებით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებს. 2016 წელს ახალი ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 3 საათი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდისათვის“  ოპტიმალური საგამოცდო დროა. შესაბამისად, 2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა.
აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

No comments:

Post a Comment