Sunday, February 12, 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ვანისა და ბაღდათის რაიონების მოსწავლეებს შეხვდნენ

2017 წლის 9 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები დავით დოლიძე, ანანო რუხაია და ნინო ფურცელაძე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და  ვანისა და ბაღდათის რაიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საკუთარი უნივერსიტეტის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სტუდენტური ცხოვრებისა და აქტივობების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.  
აღნიშნულმა პიარ აქციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ
დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციაც იხილეს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აბიტურიენტებს და მათ პედაგოგებს საჩუქრად გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შესაბამისი ლიტერატურა და საინფორმაციო მასალა გადასცეს.
ვანის რაიონის სკოლებში სტუმრობის შემდეგ სტუდენტებმა ბაღდათის რაიონის სკოლებსაც ესტუმრნენ და იქაურ მოსწავლეებს უნივერსიტეტის თაობაზე საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს.

 მსგავსი ხასიათის შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  




No comments:

Post a Comment