Saturday, February 18, 2017

დღე პირველი - იყავი წარმატებული ბათუმში

განათლების სახლმა და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილმა დაიწყეს ერთთვიანი სასერტიფიკატო  კურსი "იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!"  ბ ა თ უ მ შ ი. 

კურსი განკუთვნილია მისთვის, ვინც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას;

წარმატებას მიაღწევთ გაცილებით ადვილად:
თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას;
თუ გაითავისებთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე;

ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე ლექცია-ტრენინგის  პირველი დღე ერთობ საინტერსო აღმოჩნდა, ინტერაქტიული ურთიერობით მსმენელებსა და პროფესორ შორის მოეწყო საინტერსო იდეების და მოსაზრებების გაცვლა. 


პირველი დავალება მსმელებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიაწოდონ ლექტორს შეფასებისთვის.

კურსის წარმატებულად დაძლევის შემთხვევაში მონაწილეებზე გაიცემა ორენოვანი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ე ბ ი!












No comments:

Post a Comment