Saturday, February 25, 2017

რატომ ამჟღერებენ ადამიანები ბოროტ აზრებს დიდი ტრაგედიის დროს - ფსიქოლოგის შეფასება

ნათია ფანჯიკიძე უმძიმესი ტრაგედიის დროსაც კი ადამიანების მიერ გამოთქმულ ბოროტ მოსაზრებებს მეცნიერულად ხსნის.
"არ შემიძლია, არ დავწერო ეს, რადგან ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა დროს და თანაც ვიცი, ბევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს გაუცნობიერებლად გამოსდით.

"შეხედეთ რა ბოროტია ვიღაც" და ტირაჟირებას უკეთებენ ერთი-ორი (მართლაც ერთი-ორი) არარაობის გამოთქმულ ბოროტ აზრებს. დაატარებენ "ბოროტების აღმომჩენი დეტექტორების" ფუნქციაშეძენილები, თითქოს ან მათ, ან ჩვენ პირველად გავიგეთ, რომ ბოროტება არსებობს. ეს ან შინაგანი ინფანტილური მიზეზით ხდება, მედიტაციასავით, თვითშთაგონებასავით - "მე არ ვემხრობი, ვგმობ ამ ბოროტებას, რაც ნიშნავს, რომ მე ამ არარაობაზე უკეთესი ვარ", ან გაუცნობიერებელი მიზნით (იმედია გაუცნობიერებელი), - ბოროტების მხილებით სამიზნე პიროვნებას გავაგებინოთ, - "შენზე თქვეს, რომ მახინჯი ხარ".
ძალიან მინდა გავიაზროთ, რომ მილიონებიდან სულ რაღაც რამდენიმე არასულიერი პირუტყვის გამონათქვამის ტირაჟირებით, ბოროტი ტექსტების კედელ-კედელ ტარებით იზრდება შანსი, ეს ბოროტება მოხვდეს იმ ადამიანის თვალთახედვის არეში, პირდაპირ გულშიც, ვისაც ისედაც შუაზე აქვს გაპობილი გული. ბოროტება ან იქვე უნდა ჩაკლა, სადაც წააწყდები, ან დააიგნორო, არ გაამრავლო, რომ არ შეიძინოს ზვავის ძალა. ნუ გახდებით უნებლიედ სხვის მოსაკლავად გამიზნული ტყვიის ენერგიული გადამტანი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

    No comments:

    Post a Comment