Tuesday, February 21, 2017

გამოიცა აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია

2017 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ. 

ცნობარში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
  • სიახლეები 2017;
  • გამოცდებისათვის რეგისტრაციის ინსტრუქცია;
  • განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ;
  • ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ;
  • შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა;
  • ჩარიცხვისა და გრანტირების წესი და სხვ.
ცნობარს ახლავს ცხრილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას  უმაღლესი სასწავლებლების მონაცემების,მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლების ფასისა და სხვა დეტალების შესახებ.
23 თებერვლიდან  დაიწყება რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის. ამავე დღეს გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.

No comments:

Post a Comment