Wednesday, February 22, 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

23 თებერვალს 10:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, უკვე გამოიცა 2017 წლის "ცნობარი აბიტურიენტებისათვის", რომლის ბეჭდური ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.

ცნობარში შესულია 2017 წლის სიახლეები, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი და სხვა.

ცნობარს, ასევე, ახლავს ცხრილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას  უმაღლესი სასწავლებლების მონაცემების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლების ფასისა და სხვა დეტალების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობარის ელექტრონული ვერსია 23 თებერვალს გამოქვეყნდება.

No comments:

Post a Comment