Wednesday, February 1, 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის





ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი


ბაკალავრიატი
სპეციალობა:

·             ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
·             ტურიზმი.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო-ინკუბატორი: ,,გთ     სასწავლო ბანკი’’; ,,გთ  თრეველი’’; ,,GT კონსალტინგი’’. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვისებენ პროფესიული დისციპლინების პრაქტიკულად გამოყენებად სპეციალიზებულ ელექტრონულ პროგრამებს (‘’AMADEUS’’, ,,1C’’, ,,ORIS’’,  ,,SUPER FIN’’, ,,SPSS’’, ,,BANK 2000’’, ,,DECISION 2000,,).
კონსალტინგური ცენტრის ბაზაზე ტარდება ტრენინგები პროექტების მართვაში, ორგანიზაციულ მენეჯმენტში, HR მენეჯმენტში, PR მენეჯმენტში, მარკეტინგში, გაყიდვების მენეჯმენტსა და ქონების შეფასებაში.
ხორციელდება გასვლითი სემინარები.


ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურია 2 250 ლარი.



სამართლის ფაკულტეტი
ბაკალავრიატი:
სპეციალობა:
-              სამართალი

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს:
·             იმიტირებული სასამართლო დარბაზი;
·             კრიმინალისტიკის ლაბორატორია.

ფაკულტეტი თანამშრომლობს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, საადვოკატო ბიუროებთან და ა. შ.

ბაკალავრიატის საფეხურზე  სწავლის საფასურია 2 250 ლარი.


სოციალური  მეცნიერებების  ფაკულტეტი
ბაკალავრიატი
სპეციალობა:
·             ჟურნალისტიკა

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს: ტელე და რადიო სტუდიები, სასწავლო გაზეთი და ჟურნალი, შემოქმედებითი სახელოსნოები, კლუბი „რეპორტიორი“, მოკლე კურსი „ფოტოგრაფია“.
ფაკულტეტი თანამშრომლობს:
·             საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან (I არხი, II არხი, I რადიო);
·             ტელეკომპანიებთან:  „ერთსულოვნება“, TV პირველი“,  „ქართული  TV“, „იბერია“, „თრიალეთი“;
·             საინფორმაციო სააგენტოებთან: „reportiori.ge“,  „მედია ნიუსი“, „kvira.ge”, “media.city”;
·             გაზეთი: „ქართული სიტყვა“;
·             ჟურნალებთან: „არსენალი“, „ლიბერალი“ და „ჩვენი მწერლობა“;
·             რადიო FM 107.9 ;
·             სტუდია „მონიტორი“;
·              ცსკო.

ბაკალავრიატის  საფეხურზე სწავლის საფასურია 2 250 ლარი.


                           სოციალური  მეცნიერებების  ფაკულტეტი

ბაკალავრიატი
სპეციალობა: ფსიქოლოგია
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: ბაკალავრს შესძინოს საფუძვლიანი ცოდნა ფსიქოლოგიის მეცნიერების ისტორიის, განვითარების ტენდენციების, დარგის თანამედროვე მიმდინარეობებისა და თეორიების ძირითადი ასპექტების შესახებ; ჩამოუყალიბოს პროფესიული უნარები და მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური საქმიანობისთვის.

ფაკულტეტი თანამშრომლობს:
·             საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან;
·             საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან;
·             საქართველოს  ცენტრალურ  საარჩევნო კომისიასთან;
·             საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან;
·             არასამთავრობო ორგანიზაციასთან: „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის საფასურია 2 250 ლარი.



გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ

1.           აბიტურიენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, პირველ პრიორიტეტად მიუთითებენ და ჩაირიცხებიან გთსუ-ში, ისარგებლებენ უნივერსიტეტის შიდა 10%-იანი თანადაფინანსებით ე. წ. ერთგულების ბონუსით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში;

2.           უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია;


3.           ერთი ოჯახიდან რამდენიმე სტუდენტის (2 ან მეტი დედმამიშვილი) უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში, ისისნი მიიღებენ შეღავათს: თითოეული 10%-იან თანადაფინანსებას;

4.           საქართელოს ეროვნული სპორტული ნაკრების წევრები გთსუ-ში სწავლის პერიოდში ისარგებლებენ 10%-იანი თანადაფინანსებით;


5.           სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სასწავლო წლის მანძილზე მოქნილი გრაფიკით 4 ნაწილად გადაიხადონ სწავლის საფასური;

6.           სტუდენტებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი;

7.           სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან უნივერსიტეტში უფასო სამედიცინო მომსახურებით.

მისამართი: საქართველო, 0101, თბილისი, სამღერეთის ქ. 5
ტელეფონი:
(995 32) 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 24 65 91;
2 66 23 41
ფაქსი: (995 32) 2 246 591
ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge

ვებგვერდი: www.gttu.edu.ge

No comments:

Post a Comment