Monday, February 20, 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე–პრემიერად დაინიშნა

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა ახალ ვიცე–პრემიერს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება.
„სანდრომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო განათლების სამინისტროში. მოგეხსენებათ, რომ განათლება ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მესამე ვიცე–პრემიერი იქნება.

No comments:

Post a Comment