Tuesday, February 14, 2017

ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს

„მოამბემ“ ბერლინის კლინიკაში პატრიარქის პირველი კადრები გადაიღო. 
"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს პატრიარქი ვიდეოში.
ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს,  რაც შეიძლება დროზე ჩავიდეს საქართველოში​.
სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს. მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

No comments:

Post a Comment