Thursday, July 24, 2014

ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 15 წლისთავი შესრულდა

 დღეს, 23 ივლისს,  შესრულდა ქართული რეფლექტორის ღია კოსმოსურ სივრცეში გატანის 15 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით და ევროპული კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში, 1-3 ოქტომბერს ტარდება მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 23 ივლისს, 12:00 აათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსში (კოსტავას . 68 ბ), ინსტიტუტის ტერიტორიაზე, ტელევიზიებისა და პრესისასთვის ეწყობა ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება კოსმოსში გადაღებული ფოტო- და ვიდეომასალა. ტელევიზიებს ასევე გადაეცემათ 34-წამიანი კლიპი და სხვა საინტერესო მასალა აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით.
          
1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ “რეფლექტორი”. ორბიტალურ სადგურზე, მიუხედავად ადგილობრივი რთული პირობებისა და არასაშტატო ვითარებისა, კოსმოსური ობიექტის გამოცდა წარმატებით წარიმართა. იგი მთლიანად გაიშალა, მიაღწია საექსპლოატაციო პარამეტრებს და სრულად დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

28 ივლისს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა კოსმოსურ სადგურს და გადავიდა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.

აღნიშნულ ფაქტს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: საქართველოსთვის ის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახდა, ხოლო საერთაშორისო არენაზე ყველა კოსმოსურმა სააგენტომ და ენციკლოპედიურმა გამოცემებმა ეს ფაქტი აღიარეს, როგორც ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი  კოსმონავტიკაში. 1999 წლის 23 ივლისი შეტანილია მსოფლიო კოსმონავტიკის უმნიშვნელოვანეს ქრონიკათა ჩამონათვალში.


ქართული რეფლექტორი აღიარებულია, როგორც ევროპული კონსტრუქცია, ხოლო ყოველი წლის 23 ივლისი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოში აღინიშნება, როგორცპირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”. 

No comments:

Post a Comment