Saturday, July 19, 2014

პოლონელი პროფესორები სტუ-ში შეხვედრას მართავენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პოზნანის (პოლონეთი) უნივერსიტეტის

წარმომადგენლებს მასპინძლობს.

პოლონეთის პოზნანის უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კავკასიის ქვეყნებთან

ურთიერთობის საკითხებში, პროფესორი გრეგორ რაცკა სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში

შეხვედრას მართავს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და საქართველოს

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის მიზანია უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და სასწავლო

სფეროებში კონტაქტის დამყარება და არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა

პოლონეთში ჩატარებულ პოლონურ-ქართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment