Thursday, July 17, 2014

კალათბურთი: რუმინეთი 71:83 საქართველო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა წლეულს პირველ შეხვედრა მაკედონიაში ჩაატარა: იგორ კოკოშკოვის გუნდმა ორჰიდის საერთაშორისო ტურნირზე რუმინეთს 83:71 სძლია.

ჩვენმა ნაკრებმა ოთხი წამყვანი მოთამაშის გარეშე იასპარეზა. სხვადასხვა მიზეზთა გამო გუნდს ვერ დაეხმარნენ გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია და რიკი ჰიკმანი, თუმცა მათი არყოფნის მიუხედავად, ჩვენი გუნდის გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა - ნაკრების ლიდერებმა ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი ცინცაძემ სტაბილურად იასპარეზეს. მათ კარგად აუბეს მხარი დუდა სანაძემ და ლევან ფაცაციამ.

დღეს ქართველი კალათბურთელები ავსტრიის ნაკრებს გაეჯიბრებიან, ხვალ, 18 ივლისს კი მასპინძლებს დაუპირისპირდებიან.

No comments:

Post a Comment