Thursday, July 31, 2014

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ადმინისტრირების ვადები







მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

მობილობის მსურველი სტუდენტი პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს  და გააკეთოს ელექტრონული  განაცხადი პირველი აგვისტოდან  21 აგვისტოს  18:30 საათამდე.

სტუდენტის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად მხოლოდ  მობილობის საფასურის, 40 ლარის, გადახდის შემთხვევაში. 

თანხის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 21 აგვისტოს 18:30 საათისა,  სს საქართველოს ბანკის ფილიალებში ან ონლაინ რეჟიმში. 

მობილობის შედეგები მობილობის პორტალზე გამოცხადდება 25 აგვისტოს.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტმა 25-26 აგვისტოს უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლესს და დაადგინოს  დოკუმენტების წარდგენის ვადა. 


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა - 2014 წლის 15 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით;

2.  სტუდენტის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა  - 2014 წლის პირველი აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე;

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - 2014  წლის 26 აგვისტოდან  11 სექტემბრის  ჩათვლით;

4. განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ დასკვნების გაცემა და სტუდენტთა მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბრძანების გამოცემის ვადაა -  1 ოქტომბრამდე. მნიშვნელოვანია,  უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ  სტუდენტის მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე აცნობოს სტუდენტს მისთვის აღიარებული კრედიტების ოდენობის თაობაზე. 

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების რეესტრში ასახვის ვადაა - არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა;

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების ცენტრში წარმოდგენის ვადაა - არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა;

7. იმ  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საიდანაც გადავიდა სტუდენტი,  ცენტრში სტატუსის შეწყვეტის ბრძანების წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია არაუგვიანეს 7 ოქტომბრამდე.
eqe.ge

No comments:

Post a Comment