Wednesday, July 16, 2014

სტუ მილენიუმის პროექტში მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა პროექტის – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ – პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ის პროგრამები, რომლებსაც სან დიეგოს უნივერსიტეტი და სტუ, მილენიუმის პროექტის ფარგლებში, ერთობლივად განახორციელებენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველომ”, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა პროფესორმა ნენსი მარლენიმ დაათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოსაღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო

პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SDSU) და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია) და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის (ენერგეტიკა) და  ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია); ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება კომპიუტერული ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა) საბაკალავრო პროგრამები.  

No comments:

Post a Comment