ნანი ხუნდაძე არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის სრული პროფესორი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
მერაბ გველესიანს დაბადებიდან 70 და სამეცნიერო-პედაგოგიური
მოღვაწეობის დაწყებიდან 45 წელი შეუსრულდა. გველესიანი წლების განმავლობაში იყო ფასწარმოქმნისა
და ეკონომიკური რეფორმების განყოფილებების გამგე (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტსა და ეკონომიკის
სამინისტროში). მისი ნაშრომებია: “ადგილობრივი თვითმართველობა: გუშინ, დღეს, ხვალ”, “ეკონომიქსი: ლექციების მოკლე
კურსი”, “ეკონომიკური თეორია - საგანი, პრობლემები, ამოცანები”. საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში მოღვაწეობისას იგი იკვლევს კავშირებს ეკონომიკურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ
სპეციალობებს შორის.
ლევან მაცაბერიძე არის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგე,
პედაგოგი, მეცნიერი. წელს დაბადებიდან 80 წელი
შეუსრულდა. ლევან მაცაბერიძე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიზიკის
(№96) კათედრას.
No comments:
Post a Comment