Tuesday, July 22, 2014

საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებსშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის, საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საგრანტო დაფინანსებისთვის წელს გამოყოფილია 9 165 000 ლარი (შარშანდელზე 145 ათასი ლარით მეტი). გარდა ამისა, უფასო (სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ) საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 1200-ზე მეტი ადგილი, შესაბამისად, წელს 5000-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში, საბაკალავრო პროგრამაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისწავლოს.

2013 წელს სრული ან ნაწილობრივი გრანტი მიიღო 6642-მა აბიტურიენტმა. ამასთან, უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოყოფილი იყო 3795 ადგილი."
- ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

No comments:

Post a Comment