Wednesday, July 30, 2014

ოთო გურგენიშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თვითონ კი დაიღუპა

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც „დიდი სისწრაფით მიმავალი „მერსედესის ჯიპი“ მას დაეჯახა.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.
ოთო გურგენიშვილი „საქართველოს ბანკსა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ პიარის და  გაყიდვების მიმართულებით მუშაობდა.
ის პოეზიითაც იყო გატაცებული. ოთოს ლექსები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე „ოთო გურგენიშვილის პოეზია“ ქვეყნდებოდა. ამ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ასეთია:
„ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია“.

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთომ გვერდზე დედამისის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით ! მიყვარხარ დედა“.
ick.ge

No comments:

Post a Comment