Monday, March 13, 2017

როდის გამოქვეყნდება 2017-2018 სასწავლო წლის უფასო ფაკულტეტების სია

2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით უნდა გაიწეროს. აბიტურიენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი.
როგორც EDU.ARIS.GE-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, ის იმედოვნებს, რომ 20 მაისამდე მაინც გახდება ეს სია ცნობილი, რადგან სწორედ ეს დროა ბოლო ვადა, როცა აბიტურიენტებს საკუთარ არჩევანში ჩასაბარებელი საგნების სიის შეცვლა შეუძლიათ.
“ჯერ–ჯერობით ველოდებით მთავრობის დადგენილებას, როცა იქნება მაშინ გამოვაცხადებთ. მიმდინარეობს მსჯელობა გადაიხედოს, თუ არა გასულ წლებში არსებული ჩამონათვალი. თუმცა, მე თუ მკითხავთ, გაცილებით კარგი იქნებოდა ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი მანამდე ყოფილიყო, სანამ რეგისტრაცია დაიწყებოდა. იმედი მაქვს 20 მაისამდე გაირკვევა ეს საკითხი, რადგან სწორედ ამ დრომდე შეუძლიათ აბიტურიენტებს შეცვალონ საგნების ჩამონათვალი. გვინდა თუ არ გვინდა, რეგისტრაციის დროს აბიტურიენტი ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს 20 მაისამდე გაირკვევა,” – განგვიცხადა მაია მიმინოშვილმა.
მთავრობას შესაბამისი ჩამონათვალი და დაფინანსების ოდენობა დასამტკიცებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა გადაუგზავნოს. როგორც EDU.ARIS.GE-ს ალექსანდრე ჯეჯელავას უთხრეს, სამინისტრო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.
იხილეთ გასული სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალი:
2016-17 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია
ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ქეთი არის© გიგოლაშვილი
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment