Sunday, March 5, 2017

თავდასხმა ექიმებზე თბილისში - გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მოკლულია

სროლა იყო თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ექიმებზე მოხდა და ერთ-ერთი მათგანი მოკლულია. სავარაუდოდ დაჭრილია კიდევ ერთი ექიმი. 
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. მისი ოჯახის წევრმა კი ექიმებს მიმართა მისი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. მისამართზე მისული ექიმებიდან ერთ-ერთს მამაკაცმა ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ერთი ექიმი დაიჭრა.
ინციდენტის შემდეგ მამაკაცი ჩაიკეტა ბინაში, რის გამოც სამართალდამცველები გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს მიმდინარეობდა, თავდამსხმელიც დაიჭრა.  
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

No comments:

Post a Comment