Monday, March 13, 2017

რა მოხდებოდა ევროპაში, მანქანა აფთიაქთან, თუნდაც დარღვევით გამეჩერებინა?

ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე  ბათუმში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.  "ორი დღეა ვაკვირდები ჩემს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. არც პოლიტიკური ან სამართლებრივი შეფასების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ, მინდა იგივე მაგალითი წარმოგიდგინოთ ავსტრიის პირობებში. ვისაც ევროპაში, ან თუნდაც ავსტრიაში უცხოვრია, დამეთანხმება, რომ არასწორი პარკირების ჯარიმის გამომწერები(ამით აქ პოლიციაა არაა დაკავებული) ყველაზე მძიმე კონტიგენტია, მაგრამ აქ რომ მანქანა აფთიაქთან გამეჩერებინა, თუნდაც აკრძალულ ზონაში, მოსული პარკირების თანამშრომელისათვის მეთქვა, რომ დედის დაკრძალვიდან მოვდივარ, მამა ცუდად გახდა და წამალი მჭირდება აფთიაქში... მისი და თუნდაც პილიციელის რეაქცია იქნებოდა არა ჯარიმა, არამედ:
1 - ან თავად გამეგზავნებოდა წამალზე, ან ცუდად მყოფ მამასთან გაჩერდებოდა,
2. სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდა და მანამდე არ მიმატოვებდა, ვიდრე ჩემი ადამიანური პრობლემა არ მოგვარდებოდა.
წესრიგი და კანონმორჩილება ადამიანურობაზე დაფუძნებული, არის ევროპული ღირებულება,  ეს ის ევროპაა, სადაც ასე მივიჩქარით!",-წერს სოციალურ ქსელში ირმა კვიცარიძე.
ავტორი: ირინა მაკარიძე
newpress.ge

3 comments:

  1. ირმა-ჯან რაშია იცი საქმე, მესმის რასაც ამბობ და ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ერთი პატარა პრობლემაა, "ოდნავ" განსხვავებაა ავსტრიასა და საქართველოს შორის :D ავსტრიაში რომ დარღვევით გააჩერებდით ეს იქნებოდა გამონაკლისი შემთხვევა. აქ უამრავი ადამიოანი აჩერებს დარღვევით, პარალელურად ზოგი საპირისპირო მიმართულების ზოლში გარბის 200კმ/სთ სიჩქარით, ვიღაცა სიგნალებით სკდება, ვიღაცეებს ღვედი არ უკეთიათ, ვიღაცა ტროტუარზე მიდის მანქანით, ვიღაცა ზებრაზე ჭყლეტს ქვეითს და ა.შ. ანუ ქაოსია, მოსაწესრიგებელია, კულტურაა ჩამოსაყალიბებელი მოძრაობის. ფაქტობრივად ნებისმიერი დამრღვევი ეკამატება პატრულს ჯარიმის გამოწერისას. და ეს არი ატასობით შემთხვევა დღეში. აბა ეხლა პატრულის მხრიდან შეხედეთ ამ ყველაფერს? :) თან ზუსტად არავინ იცის რა მოხდა იქ. დარწმუნებული ხართ რომ პირდაპირ შეურაცხყოფა არ მიაყენა პატრულს? :) იცით რომ არ მოსწონთ არაადგილობრივი კადრებით რომ ჩაანაცვლეს ადგილობრივები? ვერარ დაჰქრიან თავის ჭკუაზე. სრული განუკითხაობა იყო. ღვედსაც კი არ იკეთებდნენ, "არაა მაი პრობლემაო". :D გამოცვალეს კადრები და არ მოსწონთ ჯიგრებს კონტროლი. ისევ ფანჯრებიდან გადოკიდებული ფეხით უნდათ გრიალი სადაც გაუსწორდებათ და როგორც გაუსწორდებათ.

    ReplyDelete
  2. ვეთანხმები DJ -ს, ჩვენ ავსტრიის დონემდე ჯერ სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა ავიმაღლოთ, აგრეთვე პოლიციელებმაც უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია, მეტი ზრდილობა და მოწიწება უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ, თბილიში ნელ-ნელა ვითარდებით, ეხლა ბათუმის ჯერიც დადგა. სამწუხაროა მაგრამ ქართველი კაცი რაღაც ფარგლებში თუ არ ჩასვი გონია რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს და ყველაფრის უფლებას აძლევს თავის თავს, თითქოს სამყარო მის გარშემო ტრიალებდეს, ამპარტავნება გვღუპავს. ოდნავი ძალაუფლება გინდ პოლიციელს და გინდ უბრალო ადამიანს და მორჩა, ამ ქვეყნიური არ არის, როცა ერთმანეთს უნდა ვაძლევდეთ კეთილშობილური და სწორი ქცევის მაგალითს

    ReplyDelete
  3. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი.პატრულის ავტორიტეტი დაცემულია კატასთოფულად. 2009 წელს ჩამოვედი საქართველოში გაოცებული ვიყავი პოლიიციის მუშაობით. მახსოვს მანქანა არასწორად გავაჩერე და როდესაც მოვიდა პატრულის თანამშრომელი პირველ რიგში მკითხა: რამე პრობლემა ხომ არ მქონდა,შემდეგ თავაზიანად მთხოვა მანქანა სწორად გამეჩერებია და წავიდა. ამ დროს სიამაყის გრძნობა დამეუფლა ჩვენი პოლიციელების მიმართ. ახლა რომ უყურებ, ჩასხდებიან მანქანებში სიგარეტით ხელში, ძველი ბიჭებივით დადიან(ყველა არა რა თქმა უნდა)ძალიან უსიამოვნო საყურებელია.

    ReplyDelete