Wednesday, March 15, 2017

მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი დამტკიცდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი დამტკიცდა.

წესი განსაზღვრავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.   

ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ტესტირებაზე დარეგისტრირებულ:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს;
გ) მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება;
იხილეთ დოკუმენტის სრული ვერსია

No comments:

Post a Comment