Friday, March 10, 2017

აპლიკაციის მეშვეობით აბიტურიენტები გაეცნობიან საგამოცდო პროგრამებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა აპლიკაცია შექმნა.
მობილური აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია.
აპლიკაციის მეშვეობით აბიტურიენტები გაეცნობიან საგამოცდო პროგრამებს, დამხმარე მასალებს, წინა წლებში გამოცდებზე გამოყენებული დავალებების ნიმუშებს, გაივლიან ტესტირებას.
უახლოეს მომავალში იგეგმება გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის დამატება და მუდმივ რეჟიმში განახლება.

No comments:

Post a Comment