Saturday, March 11, 2017

ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს

ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ადასტურებენ. პოლიციელი ოკუპანტებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე გუგუტიანთკარისა და ზარდიაანთაკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. 
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრეებმა შსს-ს თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როცა ის შესვენებაზე იყო გასული.
ამ დროისთვის დაუზუსტებელია, სად გადაიყვანეს დაკავებული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment