Thursday, March 9, 2017

რამდენ დავალებაზე უნდა გასცეს სწორი პასუხი მოსწავლემ, რომ გამოსაშვები გამოცდის ზღვარი გადალახოს?

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავეენ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ (ანუ, როგორი სირთულის და დისკრიმინაციის) დავალებებს შეასრულებს მოსწავლე სწორად და რომელ დავალებებს უპასუხებს არასწორად - საბოლოო შეფასება დამოკიდებულია არამხოლოდ სწორი პასუხების რაოდენობაზე, არამედ იმ შეკითხვების სირთულისა და დისკრიმინაციის ხარისხზე, რომლებიც მოსწავლეს მიუვიდა. 

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ 40-დან 15-16 დავალებაზე სწორი პასუხის გაცემა საკმარისი იქნება ზღვრის გადასალახად. 

პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებს მოსწავლე, მით უფრო მარტივი დავალებები მისდის. 

შესაბამისად,თუ მან კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე დაბალი ქულა მიიღო, ეს ნიშნავს, რომ იმ 3 დავალებების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მას მიუვიდა, იყო ყველაზე მარტივი დავალებები, რაც კი დავალებების ბაზაში მოიპოვება, და მან ამ დავალებების დიდი უმრავლესობა (ორი მესამედი ან მეტი) ვერ გააკეთა. 

No comments:

Post a Comment