Monday, March 13, 2017

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის N 120/ნ ბრძანებით. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის, პროფესიული დიპლომის, დიპლომის მისაღებად.
 
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო  მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს:
• მოსწავლეზე, პროფესიულ სტუდენტზე, სტუდენტზე  ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;
• საქართველოში მიღებული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას;
• სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის პროცესს.
 
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო ეფუძნება სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩოთი (The European Qualifications Framework for Lifelong Learning - LLL)
გათვალისწინებულ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის სისტემას.
 
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო  შედგება ხუთი დოკუმენტისაგან:
 
ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო - დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისა და სრული ზოგადი განათლების კვალიფიკაციები.
 
პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო - დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების კვალიფიკაციები.
 
უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო - დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი (აკადემიური) განათლების კვალიფიკაციები.
 
დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალი. 
 
კვალიფიკაციის ფორმირების წესი - დოკუმენტი, რომელიც ადგენს კვალიფიკაციათა ჩამონათვალში ახალი კვალიფიკაციის დამატების წესს.
 
 
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
 
 
დამტკიცდა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მოთხოვნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის ვადები, განცხადების ფორმა და მისი განხილვის წესი.
 
2014 წლის 7 მარტის №111 ბრძანება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში მიმართულების, დარგის/სპეციალობის ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული/სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მოთხოვნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის ვადების გასაზღვრის შესახებ.


 2014 წლის 7 მარტის №112 ბრძანება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში მიმართულების, დარგის/სპეციალობის ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული/სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების მოტხოვნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის ფორმისა და მისი განხილვის წესის განსაზღვრის შესახებ.
 
ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში მიმართულების, დარგის/სპეციალობის, ქვედარგის/სპეციალიზაციის ან პროფესიული სპეციალიზაციის დამატების, შეცვლის ან ამოღების შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი განცხადების ფორმა
eqe.ge

No comments:

Post a Comment