Sunday, March 5, 2017

ბათუმელი სტუდენტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივრსიტეტის 16 სტუდენტი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთ სემესტრს იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვის და პოლონეთის უნივერსიტეტებში გაივლიან.
ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად გაირეს, რომელიც ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწებასა და გასაუბრებას მოიცავდა.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 22 სტუდენტმა კი, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ორწლიანი სასწავლო გრანტი მოიპოვა, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მიენიჭათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
mes.gov.ge

No comments:

Post a Comment