Monday, April 10, 2017

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო დ ღ ე ს

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპია: 2017 წლის 10 აპრილი - 24 აპრილი. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილიდამ 5 მაისის ჩათვლით.
II ეტაპია: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის, 8 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით.
შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი მოიცავს პერიოდს: 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

No comments:

Post a Comment