Saturday, April 29, 2017

სკოლაში მასწავლებელმა პირველკლასელს ორიანი სახეზე დააწერა – „არ გიშველის შენ არაფერი, პატ. მასწ“

საქართველოს ერთ–ერთ კერძო სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა სახეწე ორიანი დააწერა. მომხდარს პედაგოგი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე ეხმიანება და წერილს აქვეყნებს:
“მე-20 წელიწადში ვარ გადამდგარი (ნუ გასკდებით გულზე. მაცალეთ წინადადების დასრულება), როგორც ტრენერი. ამ ხნის მანძილზე წისქვილი არ დატრიალებულა ჩემ თავზე, თვარა, სხვა არაფერი დამკლებია (გამოთქმაა ასეთი. ბებიას უყვარდა, თუმცა მსგავსი არაფერი დამართია). სხვა თუ არაფერი მასწებს მაინც ვცნობ კილომეტრში, რამდენადაც ამის საშუალებას ,,რონიკოში”(ერთგვარი რეკლამაა) ნაყიდი ჩემი სათვალე მაძლევს. ჰოდა ამ ცნობა-ცნობაში მასწების სამი კატეორია გამიჩნდა გულში:
1. მასწები – ,,არა შეჯდა მწყერი ხესა” – არც გვარი იყო მისი, არც წინაპარი, არც მონდომება, არც სირცხვილი, არც პედაგოგიური ნამუსი…
2. მასწები – ,,…და შეახტა (შეჯდა) მწყერი ხესა” – მონდომებულები, თვალს რომ არ გაშორებენ, მერე სკოლაში რომ ნერგავენ და მოსწავლესაც არ აშორებენ თვალს…და შეხტომის პროცესის მონაწილედ რომ თვლი თავს და გიხარია….
3. მასწები – ,,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი” – რო გლეჯენ…შენ რომ უთხარი და…. წარმოსახვას რომ გაყვა და… მერე დოლაბი რომ იტრიალა თავზე და… მერე თავად იტრენერა ან არ იტრენერა და…მერე მის სურათს რომ ნახავ და თავს რომ წაასწრებ სიყვარულით რომ უყურებ და აბდალასავით(არის ასეთი გურული მახასიათებელი) რომ გეღიმება და…
ასე დავავიწროვე ფანტაზია და სამ კატეგორიას შევრჩი მე პირადად.
გუშინ, ფბ-ზე, გავრცელდა სურათი თვალებმახარა პირველკლასელის, რომელსაც სახეზე ორიანი აწერია. როცა დავხედე (ტექსტი არ მქონდა წაკითხული) ორიანის კუდმა საშინლად ამიწვა ლოყა: ვიგრძენი მისი გამოყვანის სიმწარე – როგორ დააწვებოდა კალამს გაბრაზებული მასწი და როგორ ეტკინ-ერცხვინებოდა ამ ბიჭს ეს დამღა. იმდენად მეტკინა და შემრცხვა, რომ დედას ვთხოვე მასწავლებელი მოახსნევინე და სურათი აიღე-მეთქი (თუ მაინც – სახის ის ნაწილი დადე, სადაც აწერია-მეთქი).
გამოხმაურება დიდი იყო და მათ შორის წონიანი ფიგურებისაც. ისინი ფიქრობენ:
1. საკითხი (კერძო სკოლაა) სამინისტრომ უნდა განიხილოს – მომეწონა;
2. ასევე ამ სკოლის აკრედიტაცია-ავტორიზაციის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, თუ ასეთი არაერთი ფაქტი დადასტურდა – სიხარულით გადავირიე;
კომენტარებში წავიკითხე, რომ მასწმა თავი იმართლა, ბავშვებს კარგად რომ დამახსოვრებოდათ სასწავლი ამიტომ დავაწერეო. კი, პირველი კლასის მასწი ხარ და თამაშით ასწავლეო, მაგრამ არ მახსოვს ეს სტრატეგია და მომკალი. უფრო მეტიც: მადისკრიმინირებლად მოჩანს შორიდან…
არ გიშველის შენ არაფერი, პატ. მასწ:
1. შენ იმ გვარისა ხარ, არა შეჯდა იმ ხეზეო ,რომ ვთქვით და ნუღარ ეპოტინები, – ვეღარ ახვალ…
2. ადამიანური შეცდომა გაქვს დაშვებული და საშინელ მოგონებას დაუდე საფუძველი…სირცხვილად გეყოს უნდა, თუ ვიტყვი, რომ ჰეროსტრატესავით არასოდეს დაავიწყდები იმ ბიჭს და ქვეყნის მაოხრებლად მოგიგონებს!..
3. შენც დამღა გაქვს – ვერ მოიგებ ომს(დედები და მასწავლებლები რომ იგებენ იმ ომს ვგულისხმობ)… ვერ გადაცურავ ზღვას…
edu.aris.ge

გამოცდების წარმატებით დაძლევისთვის:  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment