Tuesday, April 11, 2017

სროლა კალიფორნიის სკოლაში - ორი გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი

ტრაგედია დატრიალდა კალიფორნიაში, სან-ბერნანდინოს სკოლაში. 53 წლის სედრიკ ანდერსონი კლასში შეიჭრა, მეუღლეს პისტოლეტიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ანდერსონი და მისი მეუღლე ბოლო პერიოდში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ტრაგედიის მიზეზი სწორედ ოჯახური კონფლიქტი გახდა.
„სედრიკი შევარდა კლასში, სროლა მსხვიკლალიბრიანი პისტოლეტით ხმის ამოუღებლად  განახორციელა. მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა. ტყვია მოხვდა მასწავლებლის ზურგს უკან მდგარ  ორ მოსწავლესაც, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი, 8 წლის ჯონათან მარტინესი დაიღუპა. მეორე, 9 წლის დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სატაბილურია.
ტრაგედია North Park-ის სკოლაში განხორციელდა, სადაც 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ.
პოლიციის თქმით, მარტინესს იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის და ოჯახური ძალადობისთვის სამართალდარღვევები აღერიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს  ქალაქ სან-ბერნანდინოში ისლამისტმა ცოლ-ქმარმა 14 ადამიანი იმსხვერპლა. 
sazogadoeba.ge

No comments:

Post a Comment