Wednesday, April 26, 2017

საერთაშორისო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სასწავლებელ “ჯორჯიაში” გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პროფესორ ნოდარ საგანელიძის სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა.
კონფერენცია სახელწოდებით „გლობალიზაცია და ბიზნესი – გამოწვევები, პრობლემები, პერსპექტივები“ სასწავლებელ “ჯორჯიაში” ბალტიის საერთაშორისო აკადემიასთან პარტნიორობით, გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ბიზნესის სფეროში დაგროვილი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტების მოტივაციის ამაღლებასა და მათი სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ბიზნესის სფეროს მკვლევარები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, რომელთაც ბიზნეს საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. კონფერენციაზე საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის მხარდაჭერით გაიხსნა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ ნოდარ საგანელიძის სახელობის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში კომპიუტერული ტექნიკით განახლდება.







No comments:

Post a Comment