Thursday, April 6, 2017

ტექნიკურ უნივერსიტეტში აუტიზმის დღე აღინიშნა

“აუტიზმი საუბრობს, დროა მოვუსმინოთ”, “თუ მე ვერ  ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ არ მესმის”,  “თუ ლაპარაკი არ შემიძლია, არ ნიშნავს, რომ არაფერი მაქვს სათმელი”, “ შეხედე აუტიზმს გულით, თვალებს შეიძლება რამე გამორჩეს”, - ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გულია, თვალია, ფილტვია. 
არიან ღვთის შვილები, რომელთაც უცხო ადამიანთან, თუნდაც თანატოლთან, კონტაქტის დამყარება უჭირთ. ამ შემთხვევაში არავითარ პათოლოგიასთან საქმე არ გვაქვს, უბრალოდ, განსაზღვრული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო ბავშვი ჩაკეტილია, თუმცაკი ასაკის შესაბამისად ვითარდება. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, აქვთ თავისი სამყარო და ეს სამყარო მხოლოდ მათია, თუმცა მსოფლიო იცნობს არა ერთ აუტისტს, რომელთაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. მათ შესძლეს და გაარღვიეს ის წრე, რომელიც ერთი შეხედვით ჩაკეტილი ჩანს. მათ გაგვიხსნეს თავიანთი ჩაკეტილი სამყარო და ჩვენ დავინახეთ გული, დავინახეთ სული და დავინახეთ უფალი.
2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სტუ-ის ინკლუზიური განათლების სპეციალისტის თამარ კობერიძის ინიციატივით და სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, აღინიშნა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ასევე სტუ-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებმა.

No comments:

Post a Comment