Sunday, April 30, 2017

მასწავლებლის სახლში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  საგრანტო კონკურსში  გამარჯვებულმა „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“,  „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ“ და „ასოციაცია-ბიომ“ მათ მიერ განხორციელებული კვლევების პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრას ცენტრის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული საგნობრივი ასოციაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საგნობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შედარებითი ანალიზი და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომლის გათვალისწინებითაც განახლდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

2016 წელს ნომბრის თვეში პირველად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში“. პროექტის მიზანი იყო პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე ფაქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.

ცენტრი სამომავლოდ არაერთ ღონისძიებას გეგმებას საგნობრივი ასოციაციების თუ სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლების ჩართულობის გაზრდისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის გასამრავალფეროვნებლად.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment