Wednesday, April 12, 2017

სკოლაში სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო აღარ იქნება

2018-2019 სასწავლო წლიდან მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე სკოლაში ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენებას შეძლებს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქებისთვის ღონისძიებები გაატარა. კერძოდ, შემუშავებულია დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით; დაგეგმილია სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებებიც - მოსწავლეებს ელექტრონულ წიგნებს შესთავაზებენ, შესაბამისად ისინი შეძლებენ სახელმძღვანელოს სახლში დატოვებას და სკოლასი ელექტრონული წიგნის გამოყენებას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment