Friday, April 28, 2017

გელათის მონასტერთან სატვირთო ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა, რომელშიც მოსწავლეები იმყოფებოდნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გელათის მონასტერთან. სატვირთო ავტომობილი სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. 
სკოლის მოსწავლეები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ისინი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

ipn.ge

No comments:

Post a Comment