Friday, April 28, 2017

ქართველი პაციენტებისთვის თურქეთის კლინიკებში მკურნალობა მარტივდება

მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც ”აჯიბადემის” სამედიცინო ქსელი სთავაზობს პაციენტებს, საქართველოს მოსახალეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თბილისში გაიხსნა”აჯიბადემის” ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთში მკურნალობის მიღების გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. დღეიდან ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მიმართოს ქართულ ოფისს და ის საბუთების თარგმნაში, თურქეთის კლინიკებში გაგზავნაში, ტრანსპორტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საქმეში სრულიად უფასოდ დაეხმარება.

”აჯიბადემის” კლინიკებში აქამდეც ჩადიოდნენ ქართველი პაციენტები. ამისთვის მათ უწევდათ კონტაქტი სტამბულის სათაო ოფისთან. ახალი ოფისის საშუალებით კი საქართველოშივე გახდება შესაძლებელი ინფორმაციის და სხვა საჭირო დახმარების მიღება. ”აჯიბადემს” მსოფლიოს მასშტაბით 30 ოფისი აქვს და მათ შორის უკვე საქართველოცაა.

”აჯიბადემი” არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო ქსელი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 22 საავადმყოფოსა დ 19 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს. საქართველოსა და თურქეთს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა გაგვეხსნა ცენტრი საქართველოში. თუმცა ახლა უკვე აქ ვართ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. 25 წლის წინ თურქებსაც საზღვარგარეთ უწევდათ სამკურნალოდ წასვლა. ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და პირიქით, საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩამოდიან სამკურნალოდ. ამას განაპირობებს როგორც მაღალკვალიფიური სამედიცინო პერსონალი, ისე კლინიკაებში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობები. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ქართველ ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. იმედი მაქვს, მალე საქართველოშიც შეიცვლება სიტუაცია და ქართველებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ,” - ქართული ოფისის გახსნაზე აღნიშნა ”აჯიბადემის” ინვეტიციებისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა დსთ-ის რეგიონში მურატ ეკმეზოღლუმ.

”აჯიბადემის” ქართული ოფისის გახსნას პაციენტებისთვის პროცედურების გამარტივების გარდა, სხვა მრავალი უპირატესობა აქვს. საქართველოს ოფისში პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. ამას გარდა, თურქი ექიმები ჩაატარებენ ტრენინგებს და კონსულტაციებს ქართველი ექიმებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად. 2016 წლის დეკემბერში სამი ქართველი ექიმი ონკოლოგი უკვე იმყოფებოდა თურქეთში მოკლევადიან ტრეინინგზე. 

”აჯიბადემის” ქართული ოფისი იქნება ხიდი საქართველოსა და აჯიბადემს შორის: ამ ოფისის დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი მომსახურების და მკურნალობის მიღება, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ის იქნება პლატფორმა თურქ და ქართველ ექიმებს შორის მედიცინის გლობალური განვითარებისთვის. მრავალ შესაძლებლობას შევთავაზებთ როგორც პაციენტებს, ისე ქართველ ექიმებს. ჩვენ ვაპირებთ ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას. მოეწყობა მრგვალი მაგიდები, სადაც რთული და საინტერესო სამედიცინო თემები განიხილება. ვიმედოვნებ, რომ ქართველ სტუდენტებს დიპლომის მიღების შემდგომი კურსების”აჯიბადემის” უნივერსიტეტში გავლის საშუალებაც მიეცემათ,” - თქვა ”აჯიბადემის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ნინა ლობჟანიძემ.

მურატ ეკმეზოღლუს განმარტებით, ”აჯიბადემის” უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი უფასოდ სწავლობს, ნაწილი კი - 50 პროცენტიანი დაფინანსებით. ამიერიდან ამ შესაძლებლობის მიღების საშუალება ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსაც ექნებათ.
საქართველოში ”აჯიბადემის” წარმომადგენლობის გახსნით კმაყოფილები არიან ქართველი პაციენტებიც, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამ ქსელის სერვისით. ნათია ინასარიძის არასრულწლოვანი შვილი 4 წელია ”აჯიბადემის” კლინიკის პაციენტია. ნათიას ბავშვთან ერთად 5 თვით სტამბოლში ცხოვრებაც კი მოუწია. მას ქართველი პაციენტები ხშირად მიმართავენ დახმარების თხოვნით. 

”ვცდილობ, ყველას მაქსიმალური ყურადღება დავუთმო და ყველა დავაკვალიანო. თუმცა ეს საკმაოდ რთულია. ამიტომაც ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში იქნება 
”აჯიბადემის” ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება მსურველებს. თავად კლინიკების მომსახურების ხარისხით კი ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დიაგნოზის დასმა უჭირთ ექიმებს, რადგან არ გვაქვს მაღალკვალიფიციური ლაბორატორიები. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა ამ პრობლემის მოგვარებაზეც დადებით გავლენას მოახდენს,” - თქვა ნათია ინასარიძემ.

2016 წელს ”აჯიბადემში”მკურნალობა დაახლოებით 4 500 000 ადამიანმა ჩაიტარა. მათ შორის 30 000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო ჩასული. საქართველოდანაც ასეულობით პაციენტი ჩადის ”აჯიბადემში” სამკურნალოდ. ქართველ პაციენტებს ამ სერვისის უფრო გამარტივებულად მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ”აჯიბადემის” ქართულ ოფისს მისამართზე: მისამართი - თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 58
ნომერი - 2 15 85 00
ambebi.ge

No comments:

Post a Comment