👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2017 წლის "შავ პარასკევს" (Black Friday) ბრიტანელები 10,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე (13 მილიარდ დოლარამდე) დახარჯავენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, წელს "შავი პარასკევის" დღეს გაყიდვებიდან შემოსული თანხა წინა წელზე დაახლოებით 4%-ით მეტი იქნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი წელს ინტერნეტით (ონლაინ) ყიდვაზე შეაჩერებს არჩევანს.
"შავი პარასკევი" 24 ნოემბერს იმართება და ამ დღეს მომხმარებლებს სხვადასხვა კომპანიები და ბრენდები დიდ ფასდაკლებას სთავაზობენ.
"შავი პარასკევის" ტრადიცია, რომელიც საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა, აშშ-ში დაიბადა, თუმცა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მოგვიანებით გაიზიარა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment