Sunday, November 26, 2017

ციხელაშვილი: გიუნაშვილის გათავისუფლება პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯია

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გატარებული წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი გიუნაშვილი თავისუფალია. მის მოსანახულებლად ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა.
ციხელაშვილმა გიუნაშვილის გათავისუფლებას "ცალსახად პოზიტიური და ჰუმანური ნაბიჯი" უწოდა.
მისი თქმით, 3-მხრივი ურთიერთობის პრაქტიკა ჯერ კიდევ 2013 წლიდან არსებობს და საკმაოდ შედეგიანია.
"ჩვენ სხვადასხვა ფორმატში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, და ძალიან სასიახარულოა, რომ შედეგი სახეზეა და გიუნაშვილი ოჯახს დაუბრუნდა. ბოლო წლებში გვქონდა არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა. პოზიტიური გამოცდილება როგორც ქართულ-ოსური, ისე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ამ მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს როგორც ოსებთან ისე აფხაზებთან. 2013 წლიდან სისტემატურად ხდებოდა პატიმრების გათავისუფლება, რაც სამშვიდობო პროცესზე დადებითად აისახება. კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დადებითად აისახება ადამიანებზე. იმედი მაქვს ამ პოზიტიური გამოცდილებით კიდევ არაერთ პრობლემას მოვაგვარებთ", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
გიორგი გიუნაშვილი წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. 
გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს დააკავეს ოკუპირებულ დისევში.მას ტერორისტულ-დივერსიულ საქმიანობაში ედებოდა ბრალად და 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მოლაპარაკებების შედეგად ოჯახს მხოლოდ ორჯერ მისცეს უფლება, იგი მოენახულებინა, ისიც წითელი ჯვრის მეშვეობით. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment