Tuesday, November 28, 2017

სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავებას შეძლებს. ამის შესახებ სააგენტო ipn-იწერს.
თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. 
ეს ცვლილება ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვას იწყებს პარლამენტი დღეიდან. 
პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment