Tuesday, November 28, 2017

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან დღეს ისევ სცადეს კარვის გაშლა, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. შედეგად აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.
დაპირისპირების გამო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნარგიზა კაცაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.
აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომასა და დაზარალებულების ქონების სრულ კომპენსაციას მოითხოვენ. 
დაზარალებულთა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადა, პროკურატურა სააქციო საზოგადოების დირექტორის გიორგი მაჭავარიანის და პასუხისმგებელი მორიგის წინააღმდეგ საქმეს ამ დღეებში სასამართლოში გადააგზავნის. მისივე თქმით, აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დასრულდა. 
დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთანა აქცია 21 ნოემბერსაც გამართეს. 
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000-ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.
„ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment