Friday, November 24, 2017

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა მიმართ ძალადობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
"ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება- როგორ რეაგირებენ და როგორ აღიქვამენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებს,"- წერს გიორგი მარგველაშვილი.
სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს 9 თვეში 22 ქალი მოკლეს. ეკატერინე სხილაძის განცხადებით, შემთხვევათა ძირითადი მოტივი ოჯახური ძალადობა იყო.
მისივე თქმით, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტიანად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა.
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გაიმართა. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელს მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment