Monday, November 27, 2017

შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვიდა


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შავ ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. "ჯეიმს უილიამსი,“ წითელ ზღვაში ცხრადღიანი პატრულირების შემდეგ, ბოსფორის სრუტეში შევიდა და შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ხომალდი აღჭურვილია საომარი საინფორმაციო-სამართავი სისტემით Aegis. ხომალდის შვიდთვიანი ცურვის მიზანი აშშ-ის სამხედრო პოზიციების გაძლიერებაა.
აშშ-ის სამხედრო ხომალდზე განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის 56 რაკეტა, რომელიც ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. სარაკეტო ხომალდზე SH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენების განთავსებაა შესაძლებელი. ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment