Wednesday, November 29, 2017

საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება


საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი იქმნება, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ​ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხაცადა.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
​როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, თბილისში “აბრეშუმის ფორუმის” ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიც არის ინოვაციური ტექნოლოგიები.
“ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით ჩვენ გვაქვს სიახლე, რამდენიმე დღეში ახალი პროექტის პრეზენტაცია  გაიმართება. საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, საქართველოში გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას. ამ პროექტის ინიციატორი გახლავართ მე ასევე ჩემი კოლეგა ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია გადამზადების კუთხით. მთავარი გამოწვევა რაც ჩვენს ქვეყანაშია, არის სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთებით სამუშაო ადგილების შექმნა ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის მეშვეობით და ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით, ჩვენ ძალიან სწრაფად დავდებთ შედეგს და ძალიან ბევრ მაღალანაზღაურებად სამუშაოს შევქმნით”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
1tv.ge

No comments:

Post a Comment