Thursday, November 30, 2017

გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემაზე მსჯელობენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია გორში 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ 1tv წერს.
არსებული ინფორმაციით, გორში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 1221-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 480 დევნილი ოჯახი, რომელსაც გორში 8 ახალ აშენებულ კორპუსში ბინები გადაეცემა. 480 ბინიდან 160-ერთოთახიანია, 240 - ოროთახიანი, 80 კი სამოთახიანი.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლება სამი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა; 2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით; 3.კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  

No comments:

Post a Comment