Thursday, November 23, 2017

U23. შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია, საქართველო პირველი

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პოლონურ ბუდგოშჩში მიმდინარე 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის პირველზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა. 

4-დან სამი მოჭიდავე ფინალში გავიდა, რომელთაგანაც ერთმა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა - ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ხოლო ორი დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ: მსოფლიოს პრიზიორი უფროსებში ლაშა გობაძე(80) და ზვიად პატარიძე (130).

მთლიანობაში ჩვენმა ნაკრებმა პოლონეთში 4 მედალი მოიპოვა: 2-2 ოქრო-ვერცხლი. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (75) გახდა. 

ამდენად, პოლონეთში ჩვენი გუნდის გამოსვლა ნამდვილად წარმატებულია თუნდაც
იმის გათვალისწინებით, რომ რვიდან ოთხი წონის ფინალი ვიჭიდავეთ. 

ამასთან, რამდენიმეს ბრინჯაოს მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა მათი წაგების მიუხედავად, საერთო გუნდურ ჩათვლაში მაინც გავიმარჯვეთ 51 ქულით და ერთით ჩამოვიტოვეთ რუსეთი. მესამეზე თურქეთია 42 ქულით. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ დამარცხდა პატარიძე, ვისზეც მთელი მსოფლიო დიდ ფსონს ჩადიოდა, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

ნაკრებს ოქრო შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა, რომელიც ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში მას მეტ-ნაკლებად გაუწია წინააღმდეგობა ფინელმა რამი პეტრი სურიაემ - 4:2. შემდეგ წრეში ჩინელი გაოქუან ჭანი უფრო იოლად, 3:1 დაჯაბნა, ნახევარფინალში კი 2:0 დაამარცხა ამ ასაკში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, პოლონელი რომან პაცურკოვსკი. 

ამ შეხვედრაში ქართველი ათლეტი უფრო აქტიური იყო და მთელი პაექრობის განმავლობაში აკონტროლებდა ორთაბრძოლის მიმდინარეობას, შედეგად კი მეტოქე პასიურობისთვის ორჯერ დაისაჯა. ჩვენებურს ვერც ფინალში გაუწია ჯეროვანი წინააღმდეგობა რუსმა ალენ მირზოიანმა - ბოლქვაძემ საკმაოდ იოლად იმარჯვა 2:0
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment