Monday, November 27, 2017

დახურული აეროპორტი, 100 000 ევაკუირებული ადამიანი - ბალიზე ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
კულძულ ბალიზე, აგუნგის მთის მიმდებარე ტერიტორიიდან 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ სულ მალე ვულკანი ამოიფრქვევა. 

ხელისუფლებამ ვულკან აგუნგის აქტიურობით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეს მაქსიმალური დონე მიანიჭა. ბალიზე აეროპორტი დაკეტილია, ათასობით ადამიანი ტურისტებისთვის პოპულარულ კუნძულზე რჩება.ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, მთის მწვერვალიდან, რომლის სიმაღლე 3.400 მეტრია, შავი ბოლი ამოდის. მოსახლეობას აფრთხილებენ, არ მიუახლოვდნენ ქვებსა და ნამწვს, რომელიც მთის მწვერვალიდან დაბლა დინებასავით ჩამოდის. 

მთა აგუნგზე ვულკანური რყევები სექტემბერში დაიწყო. 
ambebi.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment